This is the Trace Id: ead7ab2fe2884747c4788acbe821f0a0
გადასვლა ძირითად შიგთავსზე Azure Copilot Windows Surface Xbox Outlook Accessories Microsoft AI Microsoft Security Azure Dynamics 365 Microsoft 365 for business Microsoft Power Platform Windows 365 Developer Center Documentation Microsoft Learn Microsoft Tech Community Microsoft Marketplace AppSource Visual Studio View Sitemap

Microsoft Office-ის ეკრანის მინიშნებების ენა

გამოიყენეთ ეკრანის მინიშნებების თარგმანი ეკრანული ელემენტების ტექსტის საჩვენებლად სხვა ენაზე - როგორიცაა ღილაკები, მენიუები და დიალოგური სარკმელები.

მნიშვნელოვანია! ქვემოთ მოცემული ენის არჩევისას გვერდის შიგთავსი დინამიურად ამ ენაზე შეიცვლება.

  • ვერსია:

    1.0

    გამოქვეყნების თარიღი:

    26.7.2019

    ფაილის სახელი:

    screentiplanguage_ka-ge_64bit.exe

    screentiplanguage_ka-ge_32bit.exe

    ფაილის ზომა:

    1.4 MB

    1.4 MB

    შეცვალეთ ეკრანის მინიშნებების ენა ეკრანული ელემენტების თარგმანების საჩვენებლად სხვა ენაზე - როგორიცაა ღილაკები, მენიუები, დიალოგური სარკმელები - და დაეხმარეთ მომხმარებლებს Microsoft Office-ის იმ პროგრამების ნავიგაციაში, რომლებიც დაყენებულია მათთვის გაუგებარ ენაზე.


    სცენარების გამოყენების მაგალითები:
    • ორენოვანი და მრავალენოვანი დახმარება
    • დახმარების ინჟინრებს შეუძლიათ გააფართოონ ენების მხარდაჭერა იმ ენებისათვის, რომლებიც მათთვის გაუგებარია
    • მომხმარებლები, რომლებიც დროებით ან დროის გარკვეულ პერიოდში (როუმინგის მომხმარებლები) იყენებენ Office-ს უცხო ენაზე
    • პერსონალური კომპიუტერის ენის საზიარო გამოყენება
  • მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემები

    Windows 7, Windows 8 Release Preview

    • მხარდაჭერილი Microsoft Office-ის პროგრამები:
        Microsoft Office Word 2013, Microsoft Office Excel 2013, Microsoft Office Outlook 2013, Microsoft Office PowerPoint 2013, Microsoft Office OneNote 2013, Microsoft Office Visio 2013, Microsoft Office Publisher 2013
    • საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა:
        აღმოსავლურ-აზიური და რთული სკრიპტის ენებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მხარდაჭერის ფაილების ინსტალაცია. ამის გაკეთება შესაძლებელია სისტემის მართვიდან "გეოგრაფიულ და ენობრივ პარამეტრებში".
  • ინსტალაციისათვის:
    1. დაწყებისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩამოტვირთვა ამ გვერდზე.
    2. გააკეთეთ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
      • ინსტალაციის დაუყოვნებლივ დაწყებისათვის დააწკაპუნეთ ღილაკზე გაშვება.
      • ჩამოსატვირთი ფაილის თქვენს კომპიუტერში შესანახად მისი მოგვიანებით ინსტალაციის მიზნით დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.
      • ინსტალაციის გასაუქმებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე გაუქმება.

    ეკრანის მინიშნებების ენის გამოსართავად ან შესაცვლელად:
    1. დააწკაპუნეთ Office-ის ღილაკზე "ფაილი", აირჩიეთ "პარამეტრები", შემდეგ აირჩიეთ "ენა" და დააყენეთ ეკრანის მინიშნებების ენა მდგომარეობაში "შეუსაბამეთ ეკრანული ენა".

    ინსტალირებული პროგრამის წასაშლელად:
    1. მენიუდან დაწყება გადადით სისტემის მართვაში.
    2. ორჯერ დააწკაპუნეთ ღილაკზე პროგრამების დამატება/წაშლა.
    3. მიმდინარე დაინსტალირებული პროგრამების სიაში აირჩიეთ Microsoft Office-ის ეკრანის მინიშნებების ენა და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე წაშლა ან დამატება/წაშლა. დიალოგური სარკმელის გამოჩენის შემთხვევაში, მიჰყევით შესაბამის ინსტრუქციებს პროგრამის წასაშლელად.
    4. დააწკაპუნეთ ღილაკზე დიახ ან კარგი პროგრამის წაშლის დასადასტურებლად.
Ქართული (საქართველო)
თქვენს კონფიდენციალურობის არჩევანზე უარის თქმის ხატულა თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი
მომხმარებელთა ჯანმრთელობის კონფიდენციალურობა Contact Microsoft Privacy & Cookies Manage cookies Terms of Use Trademarks About our ads